ინდუსტრიუმმა კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი • BK Construction“-ის დაკვეთით საცხოვრებელი კორპუსის ფასადის მოწყობა უზრუნველყო.
პროექტის ფარგლებში ინდუსტრიუმის მიერ პერფორირებული ბადის დამზადება და მონტაჟი შესრულდა.
აღნიშნულ პროექტში მთავარი ამოცანა დამკვეთის სურვილის შესაბამისად სპეციფიკური ფერისა და ფორმის პერფორირებული ბადის შექმნა იყო. ტექნიკურად რთული და სპეციფიკური სამუშაო ინდუსტრიუმის გუნდმა წარმატებით განახორციელა.