კომპანიის ისტორია მნიშვნელოვან ფასეულობებს ეფუძნება, როგორიც არის საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მუშაობის მაღალი სტანდარტი. ინდუსტრიუმი უკვე 10 წელზე მეტია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ მასალას და სერვისს.
ეს არის ოჯახურ ფასეულობებზე დაფუძნებული ბიზნესი, რომელიც არამხოლოდ პროდუქციის რეალიზაციას, არამედ საქართველოში ინდუსტრიული მასალებისა და სერვისების ბაზრის განვითარებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ჩვენ გვჯერა, რომ ინდუსტრიული მასალების სექტორი საჭიროებს უფრო ეფექტურ, სანდო და ინოვაციურ მიდგომას. სწორედ ამიტომ ვქმნით ახალ სტანდარტს, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს პროცესს, უზოგავს დროს და პრემიუმ ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.
სანდო პარტნიორი ინდუსტრიულ პროექტებში, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს ითვალისწინებს და უზრუნველყოფს საჭირო რესურსების მოძიებასა და მიწოდებას.
ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ინდუსტრიული მასალებისა და სერვისების ერთიან გადაწყვეტას სთავაზობს, სრული მხარდაჭერით ყველა ეტაპში.
მაღალი ხარისხის ინდუსტრიული მასალა და სერვისი, მუშაობის სუპერი სტანდარტებით და დეკადების გამოცდილებით.